მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დედაქალაქიდან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ“ - ვარლამ გოლეთიანი

რაიონის ხეობის მცველი

„მივაღწიეთ უდიდეს შედეგს, ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის“ მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, „რიონის ხეობის“ ყველა მცველი და მათი მხარდამჭერები უსისხლო ბრძოლაშია ჩართული. გოლეთიანი აცხადებს, რომ მორალური ომი, რომელშიც მცველები ნახევარ წელზე მეტია ჩაბმულები არიან, გამარჯვებით დასრულდება.

„უკვე ნახევარი წელია ჩვენ ამ უსისხლო ბრძოლაში ვართ ჩართული. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს და მორალურ ომში ჩვენ ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან მიმართებით, ყველა იმ პერსონასთან მიმართებით, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს გაამარგინალოს ჩვენი ეს მოძრაობა.

ამიტომ საკითხი დგას ასე მკაფიოდ. ამ მორალურ ომს გავიყვანთ ბოლომდე მშვიდობით, ერთობით და სულისკვეთებით. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გადაგვიყვანოს სხვა ვექტორზე, დაგვანაწევროს, გააჩინოს დაპირისპირება, ის ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტია თითოეული ჩვენგანი.

აქ უამრავი ხალხი სულისკვეთებით არის გამზიარებელი იმ ბრძოლისა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ამ ხნის განმავლობაში. მივაღწიეთ უდიდეს შედეგს, ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ.

ჩამოსვლის მიზანი იყო, რომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა და მათ შორის გზის გადაკეტვა, რომელიც მოვაწყვეთ რამდენჯერმე, ეს იყო აბსოლუტურად სიმბოლური შინაარსის.

შეჩერდა მოძრაობა დედაქალაქში, მოხდა პარალიზება და ჩვენ ამით დავაფიქრეთ ადამიანები, რომ თითოეული ჩვენგანი რა რუტინაშიც ვართ ჩაბმული, დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რა ბრძოლაშიც ახლა ჩვენ ვართ“, - აცხადებს გოლეთიანი და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ უნდა მოხდეს ჩვენი კიდევ უფრო მეტად გაერთიანება იმისთვის, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი რაც დგას საზოგადოების დღის წესრიგში ჩვენი ერთობით გადაიჭრას და არ მოხდეს ამ პროცესების მართვა იმ გარე თუ შიდა ძალების მიერ, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ ჩვენს გამარგინალებას“, - დასძინა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

🔴 „ვიცით, რომ იქ ბარიკადებია აღმართული, უბრალოდ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს“- ვარლამ გოლეთიანი

🔴 „იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „ულტიმატუმით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“ - პრემიერი „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებაზე