მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

ბავშვი საკლასო ოთახში პირბადით

საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო, კერძო სკოლასა და ბაგა ბაღში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დღეს განახლდა.

სკოლები და საბავშვო ბაღები აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც პანდემიის მართვისთვის არის აუცილებელი. დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სკოლებსა და ბაღებს, სადაც ორ ოქტომბერს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.

განათლების სამინისტრომ ,სურვილის შემთხვევაში,სწავლა დისტანციურ რეჟიმშიდაც დაუშვა, რისთვისაც მშობელმა სპეციალურ პორტალზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სწავლა 31 აგვისტოდან შეზღუდული იყო.