მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს ჩემთან უცნობები მოდიოდნენ, მკოცნიდნენ და მადლობას მიხდიდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე“ - ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა აქციაზე

 „მინდა გონს მოეგონ, არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება ქართველ ხალხთან,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიამ მამამ ანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

ანზორ მელიას თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნიკა მელიას დიდი ავტორიტეტი აქვს.

„მე ფილარმონიიდან მოვდიოდი პარლამენტამდე, უცნობები მოდიოდნენ და მკოცნიდნენ, დიდ მადლობას მიხდიდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე.

უცნობი ხალხი მთხოვდა სელფების გადაღებას, ეს არის ბედნიერება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნიკას რამხელა ავტორიტეტი და სიყვარული აქვს უბრალო ხალხში. აქ არავინ არ არის ძალით მოყვარული, აქ ძალიან ბევრი თბილისელია და მოვიდნენ იმიტომ რომ თავისუფლება დაიცვან.

ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და ვერ შევეგუებით ივანიშვილის ციხე-სიმაგრეში ცხოვრებას, ჩვენ მეორე ხარისხოვანი ხალხი არ ვართ.

მთავრობაში შედარებით ერთი ნათელი პიროვნება იყო გიორგი გახარია და ისიც გადადგა, მდინარაძეებისა და კობახიძეების ამარა დარჩა ქვეყანა, მინდა გონს მოეგონ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება ქართველ ხალხთან“, - განაცხადა „მთავარის“ ეთერში ანზორ მელიამ.

ინფორმაციისთვის, „მსვლელობა თავისუფლებისთვის” მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს, ხოლო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ „გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ნიკა მელია

✔️ „მოეგონ ჭკუას და დროზე გამოგვიცხადონ ახალი არჩევნების თარიღი“ - ნათელაშვილი