მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკიმ ჩუღურეთში სკვერი გახსნა

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში. აქვეა სათამაშო და სავარჯიშო მოედნებიც. დიდებს პატარები შეუვარდნენ, ფეხბურთი შეაწყვეტინეს და შტურმით აიღეს აქაურობა, არის ერთი ჟრიამული“, - წერს გიორგი ვოლსკი და ვიდეოს და ფოტოებს აქვეყნებს.