მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს თბილისში რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

დღეს, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

დღეს, 25 ივლისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზატორები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი. საღამო ეძღვნება რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს.

პროგრამაშია დმიტრი შოსტაკოვიჩი - კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირის და სიმებიანი ორკესტრისათვის (c moll) და გია ყანჩელი - „წერილები მეგობრებს“ - ვერსია კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის. კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: დირიჟორი - ანდრეი ბორეიკო, სოლისტები - პოლინა ოსეტინსკაია (ფორტეპიანო) და იულიან მილკისი (კლარნეტი). საყვირის სოლოს დმიტრი შოსტაკოვჩის კონცერტში შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსი ელმირა აივაზიანი (17 წლის).

ცნობისთვის, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.