საზოგადოება

დმანისში თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა

დმანისის მუნიციპალიტეტში
თანამედროვე სტანდარტის
მესაქონლეობის ფერმა
გაიხსნა
1632645341
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა.

ფერმაში, ფრანგული, სალერსის ჯიშის 300 სული საქონელია, რომელიც გამოირჩევა სარგებლიანობით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ეგუება საქართველოს ბუნებრივ პირობებს.

„ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა. ინვესტიცია 6 მილიონს შეადგენს და მთლიანად აგროკრედიტია. პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა არის დაბალანსებული.

დიდი კაპიტალდაბანდება ჩაიდო უშუალოდ ქვისგან მიწების გაწმენდაში, რათა ის სიკეთე, რომელიც ჩვენმა საძოვრებმა შეიძლება მოგვცეს, უფრო უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული და გაუმჯობესებულიყო. ჩვენს საძოვრებს, დღევანდელთან შედარებით, შეუძლია სამჯერ, ოთხჯერ მეტი სულადობა გამოკვებოს გაუმჯობესების და მეტი მოვლის შემთხვევაში. ვულოცავ ფერმის მესვეურებს თანამედროვე კონცეფციით ახალი ფერმის აშენებას და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

მესაქონლეობის ფერმის „სომე დე ლ’ელევაჟ“ დამფუძნებლის, ჟაკ ფლოღის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

„სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აგროკრედიტის გარეშე, ამ პროექტში ინვესტირებისგან თავს შევიკავებდი, რადგან პროცესი არის ხანგრძლივი. ძალიან რთულია მოგების და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ დაგვჭირდა მიწის გაუმჯობესება, ქვებისგან გაწმენდა, რაც ძალიან ხარჯიანი და შრომატევადია.

ამ ყველაფერს სახელმწიფო აგროკრედიტის გარეშე ვერ შევძლებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სამინისტროსგან და FAO-გან. პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, - განაცხადა ჟაკ ფლოღიმ.

თანამედროვე სტანდარტის ფერმის მუშაობაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტები - ვეტერინარები, ნუტრიციონისტები და ტექნიკოსები.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.