მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუბაი საზღვრების გახსნას იწყებს

დუბაი

დუბაი საზღვრების გახსნას იწყებს. საამიროების მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება 23 ივნისიდან შეეძლებათ, უცხოელებს კი ქვეყანა 7 ივლისიდან უმასპინძლებს. საზღვრის გადამკვეთის მსურველმა უნდა წარადგინოს ცნობა, რომ არ აქვს კორონავირუსი ან იქვე აეროპორტშივე გაიაროს ტესტირება.

საამიროებში 22 ივნისის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 44 925 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 302 გარდაიცვალა. 32 415 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 208 მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.

2020 წელს დუბაიში 20 მილიონ ტურისტს ელოდებოდნენ.