საზოგადოება

„ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი

სხალთელი
მთავარეპისკოპოსი
1620984626
დაკოპირებულია

„თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, იმ ბავშვების როგორი სიხარულია ,“ - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებასა და ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე სპირიდონის თქმით, ე.წ სახალხო დამცველი ბავშვთა სახლს ეჩხუბება.

„რა ქნან იმ ბავშვებმა, იზრდებიან ეკლესიაში, კაცო. თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიხარულია იმ ბავშვების. ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ სახალხო დამცველი, მაგათი იდეოლოგიაა დავაკანონოთო ერთნაირსქესიანთა ქორწინებებიო, ანუ სოდომია, გახრწნილება საქართველოში. შორს ჩვენგან, ეს სატანის საქმეა“, - აცხადებს მეუფე სპირიდონი.

ინფორმაციისთვის, 18 აპრილს მეუფე სპირიდონმა სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ შეუშვა. სხალთის ეპისკოპოსმა სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს ნამუსგარეცხილი და უგვანი უწოდა.

ამავე თემაზე:

👉 „უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე

👉 „რას წამლავ შენს ხალხს, რას უშვებ ათას ოხრობას სისხლში“ - მეუფე სპირიდონი ვაქცინაციის შესახებ

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.