მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას!” - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას.

ექსპერტის თქმით, დამნაშავე სააკაშვილი უნდა დაისაჯოს.

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას! და მისი თაფლზე, თუ წამლებზე სონეტების მოსმენას! დამნაშავე სააკაშვილი უნდა დაისაჯოს! და მას უნდა მიჰყვნენ დანარჩენი სახელმწიფო დამნაშავეები ნაცხროვიდან! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! იქნება სამართალი, იქნება მშვიდობა! ყველა კუბილიუსმა და ბლუქსმანმა მიხედონ თავის მამიდებს და ყოფილ თუ ახლანდელ ცოლებს! ასეა ეს!” - წერს გვენეტაძე.

ინფორმაციისთვის, „ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.