საზოგადოება

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლის მცდელობას - ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
დამფუძნებელი ნანა
კაკაბაძე
1631640455
დაკოპირებულია

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრების“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს ფარისევლობის ზენიტს უწოდებს.

ნანა კაკაბაძის თქმით, ის, ფარული ჩანაწერები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ყოველგვარ ზღვარს გადასული, აღვირახსნილი პროპაგანდა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირი, ღია ომის გამოცხადებაა:

„მსურს, გამოვეხმაურო ზღვარს გადასულ კამპანიას, რომელსაც ქვეყნის კრიმინალური ოპოზიცია და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიები აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. უკანასკნელი სამარცხვინო მაგალითი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მათგანის ეთერში ვიხილეთ. საზოგადოებას შევახსენებ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორში შეინიშნებოდნენ გარკვეული ჯგუფები და ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ეწეოდნენ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საფუძვლის - საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის დისკრედიტაციას.

იმ პერიოდში ეს ხალხი მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენდა, თუმცა სამწუხაროდ, შემდეგ ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოახერხეს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის უფრო მძლავრი ბერკეტები მოიპოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და მას შემდეგაც, რაც ეს პარტია ოპოზიციაშია, ამ ძალასთან აფილირებული ჯგუფები მუდმივად თავს ესხმიან ეკლესიას და ცდილობენ საქართველოს გამოაცალონ იდენტობის საფუძველი. ამ მიზანს ემსახურება ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაში გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები, თითქოს, ეკლესიის წევრები აგენტურულ საქმიანობას ეწევიან და ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასული, აღვირახსნილი პროპაგანდა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირი, ღია ომის გამოცხადებაა.

მე და ჩემი თანამებრძოლები, ეროვნული მოძრაობის წევრები სწორედ ამ ბოლშევიკურ მიდგომებს ვებრძოდით საბჭოთა კავშირში. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში მივიღეთ ნეობოლშევიკები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამ ბოლშევიზმმა და უღმერთობამ, 1921 წელს ერთხელ უკვე გადაიყოლა საქართველოს სახემწიფოებრიობა და ჩააბარა ქვეყანა საბჭოთა რუსეთს. საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლის მცდელობას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებით დასრულდება. ამიტომ საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს ყველა ასეთ უმსგავსობას! ამჯერად თანამედროვე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ეს წარმომადგენლები მოდელირებულ რეალობას სინამდვილედ ასაღებენ. ისინი ეკლესიაზე ფარისევლური ზრუნვის პოზიციიდან უტევენ როგორც ეკლესიას, ასევე, ხელისუფლებას. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს ფეისბუკზე ნანა კაკაბაძე.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632035022
ნარიყალას უბანი

522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033961
„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სა...

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სოფლ...

ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ნაკიეთის, ნიგავზების და ჟამიერეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.