მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

Sputnik Abkhazia-ს ცნობით, ენგურჰესზე ავარიულად გაჩერდა გენერატორები, რის გამოც აფხაზეთის რაიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ინფორმაციისთვის, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს უმეტეს ნაწილს შეუწყდა.

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.