მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.
სასულიერო პირის თქმით, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან.
„შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ“, - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე და სულხან მოლაშვილისა და ირინა ენუქიძის ვიდეოებს ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ „სასულიერო პირების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა“ - ანდრია ჯაღმაიძე
✔️ „ხელმოწერას აუცილებლად ვაპირებ“ - რა პოზიცია აქვთ მეუფეებს სააკაშვილის გათავისუფლებაზე