მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლების მხრიდან ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და ვენდეტა ჟურნალისტებზე“- ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

„ქრისტე არის სიყვარული და სიმშვიდე და არა თავ-პირის ლეწვა, ბოლომდე გაბანძებულ ქვეყანაში უნდა ამ ხელისუფლებას, რომ ვიცხოვროთ, ყოველდღიურად ამ სიგიჟეებს უნდათ რომ ვუყუროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის, თქმით დღეს განვითარებული ძალადობრივი ქმედება „ორკესტრირებული შეტევაა.“

„შეუძლებელია ამ ყველაფრის ყურების შემდეგ კონკრეტული დასკვნები არ გამოიტანო ადამიანმა, მართლა ვწუხვარ, რომ ქრისტეს სახელით ადამიანები ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობენ. პრაიდის გასაპროტესტებლად მოვედითო იძახდნენ, ეს პრაიდი დღეს საერთოდ არ ჩატარებულა და ამასობაში სცემეს ჟურნალისტები. პირდაპირი მნიშვნელობით თავ-პირი დაულეწეს და ამ ყველაფერს ღმერთის სახელით აკეთებენ. უკაცრავად, მართლმადიდებელი ვარ და არსად ეკლესიაში მე არ მომისმენია, რომ თურმე, ძალადობა არის კარგი და არც ქრისტე ძალადობას არ ქადაგებს.

ქრისტე არის სიყვარული, სიმშვიდე და არა თავ-პირის ლეწვა. ბოლომდე გაბანძებულ ქვეყანაში უნდა ამ ხელისუფლებას, რომ ვიცხოვროთ, ყოველდღიურად ამ სიგიჟეებს უნდათ რომ ვუყუროთ. ქვეყანას გადარჩენის პრობლემა უდგას, ოკუპაციაა, გახელაძის პრობლემა გვაქვს და რომ ჰკითხო ვაჟკაცების ჯგუფი დადის რუსთაველზე და ჟურნალისტებს დასდევენ.

ხელისუფლების მხრიდან ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და ვენდეტა ჟურნალისტებზე. ეს არის ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

ამას ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ორგანიზებული ორკესტრირებული შეტევა“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მოგვიანებით „თბილისი პრადისი“ წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით 5 ივლისისთვის დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდება.

იხილეთ აგრეთვე:

✅სალომე ზურაბიშვილი: ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას!

✅„დამიჯერეთ, ჟურნალისტების თანადგომა ხვალ თქვენც დაგჭირდებათ“ - დათო ლიკლიკაძე

✅შსს-მ „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო