მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში“ - ვარლამ გოლეთიანი

„ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში“

რიონის ხეობის დამცველთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციაზე მათი 2 აქტივისტი დააკავეს და აქტივისტების დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

„სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ.

ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან.

ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ხდებოდეს, ვიდრე ეს არის, ჰესი აქ აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, სადაც ეს ბარიკადია და არ გვეძლევა საშუალება, რომ სახლებში წავიდეთ.

აქ არ არის საუბარი იმაზე, ხომ არ ვიჭრებით სადმე, რამეს ხომ არ ვაზიანებთ? 214 დღეა, ვართ ხეობაში და არაფერი არ დაგვიზიანებია.

არსად არ შევჭრილვართ, გვინდა გადავაადგილდეთ, გზაზე ხედავთ ბარიკადებს. ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ვნახოთ ვინ ვის გადატეხავს საბოლოო ჯამში“,- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, აქციაზე მათი 2 აქტივისტი დააკავეს.

„დააკავეს მიწოლის პროცესში, ჩვენ არ ვცდილობთ რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ მეორე მხარეზე გადასვლას მშვიდობიან ფორმებში.

ამ ბარიკადის და სისხლის სამართლის საქმისა აღძვრისა არ იყოს, ეს ადამიანები მოჰყვნენ ჭყლეტაში, ბოლო რიგებში იყვნენ და წაიყვანეს. არავის ეგონოს რომ ეს არის ჩვენი მხრიდან პროვოცირება, ყოველ დღე იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, სოფელ გუმათში რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მათ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.

23-25 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.