მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს ცუდი სიგნალია, თუმცა, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს ინვესტიციების გასაგრძელებლად - კობახიძე „ენკას“ გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

კობახიძე აცხადებს, რომ კომპანია „ენკას“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი.

„ეს ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები.

მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის დაგეგმილი. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ენკა“ „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს

👉 ნამოხვანის ელექტოენერგია, როგორც თევზს წყალი, ისე სჭირდება ჩვენს ენერგოსისტემას

👉 „ასი წელი წაგებიან მდგომარეობაში ყოფნას, ჯობია ახლა გაწყდეს ხელშეკრულება“