მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევექსი ჰოსპიტლები ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალურ დაფებს ხსნის

ევექსი ჰოსპიტლების ლოგო

ევექსის ჰოსპიტალური ქსელის 5 სამედიცინო დაწესებულებაში მემორიალური დაფები განთავსდება იმ პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ. ინფორმაციას ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ამ პროცესში, გასული წლიდან დღემდე, ქსელის 18 პროფესიონალი თანამშრომელი დაიღუპა. კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფასდაუდებელი დანაკარგის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

ამავე ცნობით, მემორიალური დაფები 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრსა და ახალციხის ჰოსპიტალში, 17 ოქტომბერს კი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიხსნა. კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესში გარდაცვლილ პერსონალს კომპანიამ „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა, რომელიც დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს გადაეცათ. მემორიალური დაფები ასევე განთავსდება ყველა იმ სამედიცინო ცენტრში (ფოთის ჰოსპიტალი, ქობულეთის ჰოსპიტალი), სადაც ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლას ქსელის თანამშრომლები შეეწირნენ.

ცნობისთვის, 2020 წელს ვირუსთან ბრძოლაში ქსელმა 16 მედპერსონალი დაკარგა. 2021 წლიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებამ უზრუნველყო ვაქცინირებული მედპერსონალის და სრულიად მოსახლეობის დაცვა კოვიდინფექციის მძიმე გართულებებისგან, რამაც ლეტალური მაჩვენებელი თითქმის მინიმუმამდე შეამცირა.

კომპანია მოხარულია განაცხადოს, რომ დღეს ევექსი ჰოსპიტლების ქსელში სამედიცინო პერსონალის 90%-მდე უკვე აცრილია.

კომპანია მადლობას უხდის მათ, ვინც ფრონტის ხაზზე დაუღალავად იბრძვის და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული პერსონალის ღვაწლს ფასდაუდებლად მიიჩნევს.