მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო - თორნიკე მამალაძე

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი

ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.