მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული სიყალბე და ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის - ანრი ოხანაშვილი ,,მთავარი არხის ჟურნალისტებს

ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოხანაშვილი აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტებისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

,,2021 წლის 10 აპრილს, საჯარო პოსტით გამოვეხმაურე პარტიული ტელევიზიის - მათ შორის - "მთავარი არხის" მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიყალბეს, თითქოს სახელმწიფომ ჩემს სიმამრს მიზერულ ფასად გადასცა 80 ჰექტარი მიწა ჩემი დეპუტატობის პერიოდში.

მაშინ საზოგადოებას დავპირდი, რომ აუცილებლად ვამხელდი მათ ამ სიყალბეში.

აღნიშნული ტყუილის გამოსააშკარავებლად - რომ სახელმწიფოსგან მე და ჩემს ოჯახს არანაირი მიწის ნაკვეთი არ მიგვიღია არც მიზერულ ფასად და არც უსასყიდლოდ - მივმართე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, რომელმაც დაადგინა, რომ:

ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტებმა, ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა აღნიშნულ სიუჟეტში დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ:
მათ როგორც ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია;

მეხუთე პრინციპი, კერძოდ:
“მთავარი არხი” ვალდებული იყო შეესწორებინა გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/88938

“მთავარი არხის” ჟურნალისტებო, გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული სიყალბე და ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის!" - წერს ანრი ოხანაშვილი.

ინფორმაციისთვის, ანრი ოხანაშვილმა ,,მთავარ არხს" ქარტიაში მოუგო.