საზოგადოება

გაერო საქართველოში გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას

გაერო
1623421503
დაკოპირებულია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს, რითაც გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით.

„გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას.

მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ.

საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას [გაეროს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შესაბამისად].

აღსანიშნავია სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად.

დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად.

ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 18 დეკემბერს გაეროს ყველა 193 წევრი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს მიერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დეინსტიტუციონალიზაციაზე და ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფაზე, რომელიც ოჯახსა და თემზე იქნება დაფუძნებული.

სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას.
ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.

ასევე აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდამჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის.

და ბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად.

ბავშვზე ზრუნვის ყველა დაწესებულებაში სისტემური გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას სამთავრობო ინსტიტუტებთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ რელიგიურ კონფესიასთან“- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

✅სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.