მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენერალი მამუკა ყურაშვილი: მე სპეცოპერაციას ჩავატარებდი

გენერალი მამუკა ყურაშვილი სპეცოპერაციაზე

„მე მივეკუთვნები მეთაურთა იმ კატეგორიას, რომლებიც ოპერაციას მინიმალური დანაკარგებით ასრულებენ. ამიტომ, ვამბობ, რომ ეს იყო უნაკლო ოპერაცია, რადგან მძევლები გადარჩნენ. როცა მძევლებზეა საუბარი ყველანაირი პოლემიკა დასრულებულია“, - ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეცრაზმი ჰყავს და პრობლემა გადაწყვეტილების მიმღებთა რგოლში უნდა ვეძებოთ.

„პრობლემა არის გადაწყვეტილების მიმღებ რგოლში. როცა შემცირდა მძევლების რაოდენობა და საფრთხემ იკლო, ალბათ მე გადაწყვეტილებას მივიღებდი და სპეცოპერაციას ჩავატარებდი, რა თქმა უნდა, წინასწარი მომზადებით“, - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

როგორც მან განმარტა, თუ თავდამსხმელს ხელყუმბარა გახსნილი არ ჰქონდა, მაშინ დამნაშავის ლიკვიდაციისთვის სნაიპერების მოქმედება საკმარისი იქნებოდა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

👉 სავარაუდოდ, გამტაცებელი მძევლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება