მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღარიბაშვილის გადადგომას ხმამაღლა გამოვაცხადებ, ეს დრო არ იქნება შორს“ - ინგა გრიგოლია

„ღარიბაშვილის გადადგომას ხმამაღლა გამოვაცხადებ, ეს დრო არ იქნება შორს“

„ვიქნები პირველი ჟურნალისტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ხმამაღლა გამოვაცხადებ“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.

„პარლამენტის კედლებში არ დავბადებულვარ, თორემ აქ გავიზარდე, იმდენი წელი ვმუშაობდი აქ. არ მახსოვს ჩემთვის შეეზღუდა უფლება, მემუშავა პარლამენტის შიგნით. იმდენი პოლიციელი იცავდა პარლამენტს ჩემგან, ჩვენი კოლეგებისგან, რომ შოკში ვიყავი.

ეს ამდენი პოლიციელი იქ რომ ყოფილიყო, სადაც მირანდა ბაღათურიას და ლექსოს სცემდნენ, ეგებ და ამდენი კოლეგა არ ყოფილიყო ნაცემი. ესენი საერთოდ რა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე გველაპარაკებიან. ჩვენი პროფესიული უფლებების განხორციელების საშუალება არ მოგვცეს დღეს.

ვიქნები პირველი ჟურნალისტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ხმამაღლა გამოვაცხადებ. ეს დრო არ იქნება შორს. შენ ვის გაუბედე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილო! მოგმართავ პირადად, ვის გაუბედე, რომ დაგვემუქრე! ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ გამოგვიყვანა ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ“

👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს