მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა

ანალიტიკოსი, ექსპერტი, გია აბაშიძე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის (ჩრდილოელის გამოკლებით) საქართველო რეგიონული თანამშრომლობის საიმედო გასაღებად აღიქმება. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ჰუმანური აქტი. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს გავლით, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. მსგავსი ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა. საქართველოს ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ რეალური წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში - რეგიონში განვითარდეს ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა, გაუმჯობესდეს პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო“, - წერს გია აბაშიძე.