საზოგადოება

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში, ვერ დაეხმარება

ანალიტიკოსი
1623524973
დაკოპირებულია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და „ქართული ოცნების“ დესტრუქციულ ოპონენტებს პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებები მათ რეალური სურათის აღქმაში ვერ დაეხმარება, თუმცა მისი შეფასებით, სახეზეა, ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი.

„ამერიკიდანაც მადლობამ არ დააყოვნა. აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას: ვემადლიერებით საქართველოს მთავრობას, მის მიერ ნაკისრი მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც ხელს უწყობს მხარეთა შორის დისკუსიას. ამგვარი ნაბიჯები, რეგიონის მოსახლეობას უფრო აახლოებს იმ მშვიდობიანი მომავლისკენ, რომელსაც ისინი იმსახურებენ, - წერს ამერიკის ტოპ დიპლომატი.

ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში ვერაფრით დაეხმარება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებულ ნაბიჯს რომ მეგობრები და პარტნიორები კარგად ხედავენ, უდავოა”, - წერს გია აბაშიძე.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევა...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.