მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ „ნაცები“ იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება - გია გაბრიჭიძე ნიკა მელიაზე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი - როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას.

ექსპერტის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი.

„იმ ფაქტზე, რაც მელიამ ჩაიდინა, ყოველგვარი პოლიტკორექტული განცხადებები, შეშფოთება - უი, თვით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არ მოერიდა, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და მსგავსი ფინ ფამ ფო სისულელეები სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი - როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ. 9 დღე დარჩა არჩევნებამდე. მათ კარგად იციან, რომ სრული კრახი აქვთ (ახლა არ მითხრათ კვლევებით მეორე ადგილზე არიანო!) და ამ მდაბიო გამოხტომებით გამწარებულნი ყველაფერზე მიდიან. მიდიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ბოროტების გადმოსანთხევად. ზიზღის და სიძულვილის მაქსიმალურ ნიშნულზე ასაყვანად. ის, რაც მათ დმანისში ჩაიდინეს, რასაც რეგიონებში აკეთებენ და რაც დღეს მოხდა, უკვე კარგა ხანია გასცდა არჩევნებს და პირდაპირ კრიმინალი და მოქალაქეების გამოწვევაში გადაიზარდა. მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ „ნაცები“ იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება“, - წერს გია გაბრიჭიძე.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“ - კობახიძე მელიას (ვიდეო)