საზოგადოება

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

ისტორიკოსი გიორგი
კალანდია
1623872807
დაკოპირებულია

„სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი, ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას!“ - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სასახლის რეაბილიტაცია ოთხი წლის წინ დაიწყო და სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 24 დარბაზიდან 20-ში სამუშაოები დასრულებულია, 4 დარბაზში კი სპეციალისტები სამუშაოების მეორე ეტაპს აწარმოებენ ან გეგმავენ, ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც სასახლის საექსპოზიციო სივრცე დამთვალიერებლისთვის გაიხსნება.

„სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი, ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია დადიანების სასახლეში არსებული ვითარების შესახებ. ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ თითქოსდა უფლისწულ ნიკოს სასახლეს რეაბილიტაცია არასათანადოდ ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ეს რეაბილიტაციამდე იყო, სინამდვილე კი ასეთია: რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ფონდ „ქართუს” დაფინანსებით ოთხი წლის წინ დაიწყო, ჯერ დასრულებული არ არის, სასახლე არ გახსნილა და სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, 24 რეაბილიტირებული დარბაზიდან ამჟამად სამუშაო 2 ში მიმდინარეობს! ყველას ახსოვს (განსაკუთრებით კი მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც დაადასტურებენ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებას) სარესტავრაციო პროცესების დაწყებამდე უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დღის წესრიგში მისი გადარჩენა იდგა. ახლა ეს საკითხი სრულად გადაჭრილია, 24 დარბაზიდან 20-ში სამუშაოები დასრულებულია, 4 დარბაზში კი სპეციალისტები სამუშაოების მეორე ეტაპს აწარმოებენ ან გეგმავენ. ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ნიკოსეული სასახლის საექსპოზიციო სივრცე დამთვალიერებლისთვის გაიხსნება“, - აღნიშნავს გიორგი კალანდია და ფოტოებს აქვეყნებს.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმდჯომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოს...

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

1627995155
„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მ...

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.