მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ტყემალაძე: აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნა თითოეული ქართველის გულში საუკუნოდ დარჩება

 აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნა  თითოეული ქართველის  გულში საუკუნოდ დარჩებ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავდროულად ეს არის გმირობის და თავგანწირვის დღე.

„დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღია, 28 წლის წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიღუპა ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, ქართველების უდიდეს ნაწილს დევნილობაში მოუწია ცხოვრება. აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნა თითოეული ქართველის გულში საუკუნოდ დარჩება. დღეს პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, გავიხსენეთ მათი სიმამაცე და თავგანწირვა. ქედს ვიხრით სოხუმში დაღუპული ბიჭების წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.