მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოჩა ბარნოვისგან საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესპიკერი

„გოჩა ბარნოვისგან საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაღმაიძე წერს, თეოლოგი გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ენმ-ს და სააკაშვილის მიმართ მხარდასაჭერი განცხადება გააკეთოს.

„ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.

ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბოლში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთან.

შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას.

ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.