მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 3 ექიმი დაშავდა

არ გადაკვეთო

საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მომხდარის შედეგად სამი ექიმი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ექიმები საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანაშაული მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.