მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იქ მყოფ ბავშვებს მთელი ერი ვსტრესავთ, სინამდვილეში პრობლემა სხვა რამეში მგონია“ - მეგრელიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

გირჩის წევრი

„მთელი ერი ვსტრესავთ იქ მყოფ ბავშვებს, სინამდვილეში პრობლემა სხვა რამეში მგონია და არ მგონია, რომ იქ ბავშვების ჩაგვრის გამოა აღშფოთებული მედია და ზოგადად ყველა“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახო მეგრელიშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ ნინოწმინდის პრობლემაზე პასუხისმგებლობა არის ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე.

„ჩემი აზრით, ნინოწმინდის პრობლემაზე პასუხისმგებლობა არის ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. ეს არის პრობლემის წყარო. როდესაც ეს ურთიერთობა არ არის გამჭვირვალე და ბიუჯეტის ფული ისე მიდის, რომ ის კონტროლის განსხვავებულ რეჟიმს ექვემდებარება, ეს იწვევს ამ ყველაფერს.

რაც არ უნდა ხდებოდეს იქ, ჯერ ხომ მტკიცებულებები არავის დაუდია, მთელი ერი ვსტრესავთ იქ მყოფ ბავშვებს, სინამდვილეში პრობლემა სხვა რამეში მგონია და არ მგონია, რომ იქ ბავშვების ჩაგვრის გამო არის აღშფოთებული მედია და ზოგადად ყველა“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „სოცმუშაკები პანსიონში იმუშავებენ იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „დაგვიანდა რეაგირება და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ „პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს ხმას თუ ბავშვების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე