მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე: დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის

პატრიარქი სამების ტაძარში

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის“, - ამის შესახებ პარტიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვაზე ქადაგებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ღმერთი დაიცვას კაცობრიობას და ადამიანებს მისცემს ძალას.

„ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად

განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.

ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - ბრძანა ილია მეორემ.