მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმ ძალადობას, რასაც ჩვენ  ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“ - გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილის განცხადება მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან რუსთაველზე განვითარებული მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა.

„ეს არის ძალიან მძიმე დღე ქართული კულტურისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის. პირველ რიგში ქართული კულტურისთვის, იმიტომ, რომ ასეთი ძალადობრივი და აღვირახსნილი ჩაგვრა ქუჩაში ადამიანების, რომელთაც სახელმწიფო არ იცავს. მე მახსოვს, მარტო იმ მომენტში, როდესაც ჩამოიშალა ქართული სახელმწიფო და ფაქტობრივად, სახელმწიფო არ გვქონდა, ეს არის 90-იანების დასაწყისში, იმის მერე ასეთი ძალადობრივი განუკითხაობა ქართულ სახელმწიფოში, როდესაც სახელმწიფომ მიატოვა თავისი მოქალაქეები იმისთვის, რომ ბრბოს ისინი დაერბია, ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

საშინელი დღეა ქართული კულტურისთვის, ერისთვის, რომელიც არის გამორჩეული თავისი კულტურულობით, შემწყნარებლობით და ტოლერანტობით. მძიმე დღეა საქართველოსთვის. აი, ამ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“

👉 „დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“

👉 „მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“