მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული (ვიდეო)

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

სააგენტოს თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები.

„ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა არის საყურადღებო. კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული“, - აღნიშნავენ ალადაშვილის კლინიკაში.

გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი თავს ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ძალადობა ეკლესიისთვის მიუღებელია“

👉 „საქართველოსთვის სევდიანი დღეა“

👉 „საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ აგრესია“