მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა

ჩიქოვანი პომპეოს ჩამოსვლაზე

„სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი, ყოველთვის იყო ადამიანური ურთიერთობების და არა დაპირისპირების და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის ქალაქი.

ირაკლი ჩიქოვანმა 30 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა ყველას და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავასრულოთ კინკლაობა და შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტების განვითარებას.

„რამდენიმე წუთით მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ჩემს მხარეზე, გამოგიტყდებით ცოტა მიკერძოებული ვარ და მინდა მეგრელებს მივესალმო - ქუგალეთ მარგალეფი!

ჩვენ 30 ოქტომბერს გვჭირდება თითოეული თქვენგანის მობილიზება, თანამონაწილეობა, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მხარის, ჩვენი ქალაქების და ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარება. სამეგრელო და კერძოდ ზუგდიდი, ყოველთვის იყო ადამიანური ურთიერთობების და არა დაპირისპირების და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის ქალაქი.

სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება, სძაგდათ ძალადობა. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის.

ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ და მოგიწოდოთ, ყველა ერთად, 30 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ვითარება, როდესაც ზოგიერთი ჩვენგანი არ მოვიდა არჩევნებზე, ზოგიერთმა თქვა, რომ ისედაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თანამონაწილეობა და ეს თანამონაწილეობა აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, ჩვენ დავასრულოთ კინკლაობა და 30 ოქტომბრიდან შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებას. მეგრელებო გაგიმარჯოთ!“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.