საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო

ირაკლი ღარიბაშვილი
1634205237
დაკოპირებულია

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. მინდა, რომ დღევანდელი დღე, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცოთ ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო.

„სვეტიცხოვლობა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის განსაკუთრებული დღე და ეს წმინდა ადგილი, ასევე არის გამორჩეულად წმინდა ადგილი. სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო და სწორედ მეუფე შიომ თავის ქადაგებაში საოცარი სიტყვები თქვა და ახსნა, თუ რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ხალხმა და დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენით და უფლის დახმარებით, ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება, ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმის, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933
კახა კალაძე

კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მ...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი დ...

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.