საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძე: 2022 წელს გორს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჭიათურის 24 საათიანი
წყალმომარაგების შემდეგ,
მუშაობა სოფლების
წყლალმომარაგებისთვისაც
გაგრძელდება
1631634678
დაკოპირებულია

„ჩვენ წელს გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი 24 საათის განმავლობაში“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.

„გორში 48 143 ბენეფიციარი 24 საათიან წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს „კვერნაკის“ უბანში და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელ გორს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ისევე, როგორც 2025 წლის ბოლოს, ჩვენი ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 24 საათის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში, მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ისტორიული სამეფო ქუჩა საინტერესო ადგილი იქნება როგორც გორის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2 თვეა მიმდინარეობს გორის ცენტრალური პარკის სრული, კაპიტალური აღდგენის პროცესი და ასევე სტალინის გამზირისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609
ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.