მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისლანდიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა

ისლანდია ტურიზმი

საქართველოს საზღვარი კიდევ ერთმა ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ ისლანდიამ გაუხსნა. რეიკიავიკმა გადაწყვეტილება ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღო. სია პერიოდულად განახლდება.

სიაში საქართველოს გარდა კიდევ 13 ქვეყანა მოხვდა, საიდანაც მხოლოდ ორი - მონტენეგრო და სერბეთია ევროპული. არაევროპული ქვეყნებიდან ისლანდიაში მოხვედრა ალჟირის, რუანდის, ტუნისის, მაროკოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, კანადისა და ურუგვაის მოქალაქეებს შეეძლებათ.

15 ივლისის მდგომარეობით ისლანდიაში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 1911 შემთხვევაა აღრიცხული, დაავადებულთა 98.6% - 1885 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა, 16 კი ამჟამადაც მკურნალობის კურსს გადის. 19 აპრილის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ორნიშნა მაჩვენებლით აღარ გაზრდილა.