მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილმა აჯობა სააკაშვილს და ქვეყნიდან გააქცია“ - მეუფე იაკობი

მეუფე ტაძრის ეზოში

„უბრალოდ, ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან გააქცია, მოვდივარო და ვისაც გჯერათ შეგიძლიათ დაპატიჟოთ,“ - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, „ნაციონალებმა“ თავიანთი საქმე ძალიან ცუდად წაიყვანეს.

ამასთან იაკობი ამბობს, რომ თუ ვიღაცები საქართველოს რუსეთისკენ წაყვანას ეცდებიან, ის აუცილებლად ჩაერევა.

„ნაციონალები“ ისე იქცევიან, თავიანთი საქმე ხალხის თვალში წაიყვანეს ძალიან ცუდად. ვფიქრობ, ახლა იმის ილუზია აქვთ, ევროპული სასამართლო გაამართლებს მიშა სააკაშვილს და მიშა ჩამოვა აქ. ერთი რამე იცოდეთ, არის საკითხები, არც ჩვენს სასამართლოს შეხედავს ქართველი ერი და არც ევროპულს. მანამდე ჩამოსულიყო.

უბრალოდ ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან ისე გააქცია, მოვდივარო და ვისაც გჯერათ, შეგიძლიათ დაპატიჟოთ. საქართველოს ვიზა გაუგზავნეთ. მე ვთქვი, თუ რუსეთისკენ გააქანეს ვიღაცებმა საქართველო, აუცილებლად ჩავერევი. ნახავთ, რომ ჩავერევი. ნახავთ, ვინ იქნება, ვინ არ იქნება. ჩავერევი და ის ძალიან დიდ პროცენტს აიღებს“, - განუცხადა მედიას მეუფე იაკობმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ნოტარიუსით გაქვთ გადმოცემული ეს საქართველო?!“ - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს

✔️ მეუფე იაკობი: რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან