საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა
სამედიცინო უნივერსიტეტში
მასობრივი ვაქცინაციის
ცენტრი დაათვალიერა
1627737033
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნენ.

სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტში, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ფაიზერის 162 630 დოზა შემოვიდა, რომელიც სამინისტრომ კომპანიისგან პირდაპირი მოლაპარაკების წესით შეიძინა. საქართველოში ამ გზით, საერთო ჯამში, ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. ამ ეტაპისთვის უკვე შემოსულია 218 790 დოზა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე განმარტა, რომ იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პედაგოგების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ეზოში მათთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ ვაქცინაციას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხო სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს. როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა, რათა მათი ვაქცინაცია მათი ნებით მოხდეს შეუფერხებლად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა და ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ booking.moh.gov.ge-ს ან ცხელი ხაზის 1522-ის დახმარებით შეუძლიათ.

რეგისტრირებული პირები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632035022
ნარიყალას უბანი

522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033961
„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სა...

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სოფლ...

ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ნაკიეთის, ნიგავზების და ჟამიერეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.