მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი დღეს რჩეულიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპის ლოგო

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 ივნისს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში - თემქის მე-3 მიკრორაიონის კვარტალებს, ავჭალა 1-ში - გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის და ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge