მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯობია ციხეში იჯდეს, ვიდრე ამნისტიით გამოვიდეს“ - ანზორ მელია შვილზე

ნიკა მელიას მამა

„ჯობია ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის სასჯელი, რასაც მიუსჯის ეს კაცთმოძულე მთავრობა, ვიდრე ხელი მოაწეროს. დაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას, ვერ ნახავს ეს მთავრობა, ვაჟკაცია, ვაჟკაცი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნაც დისკომფორტია და გარეთაც.

„მთავრობას რუსეთის იმედი აქვს და ამიტომ არიან ძალიან მაგრად, მაგრამ ნიკა მელიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე ამათი დასასრულია. იცის „ოცნებამ“, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვუია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს და რას გააკეთებს“ - ლევან იოსელიანი

„ნიკა მელიაზე ხომ არ დგას ეს სამყარო?!“ - მეგრელიშვილი

„იმედი მაქვს, მალე ნიკას საკნის კარიც გაიღება“ - სალომე სამადაშვილი