მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე - 51,6%, ნიკა მელია - 48,4% - IPSOS-ის კვლევა

თბილისის მერი კახი კალაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS - გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

ყველა ქალაქში იყო დასმული კითხვა - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

გამოკითხვის შედეგი კი ასეთია:

კახა კალაძე - 51,6%

ნიკა მელია - 48,4%

გამოკითხვა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.