საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge
1632326241
დაკოპირებულია

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები“ - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებით; გუნდი, რომელმაც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. წინ გველოდება აღმშენებლობის და განვითარების ოთხი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კახა კალაძის ან ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება თბილისის გამარჯვება, რადგან დღეს, თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება საქმიანი ადამიანები, ყველაზე მეტად სჭირდება განვითარება და აღმშენებლობა. ამ ყველაფერს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ვინც წინ აღუდგება ამ ყველაფერს, ის ყოველთვის იქნება დამარცხებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, გავაჩინოთ მეტი სკვერი, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ახალი საბავშვო ბაღები. ეს არის ჩვენი ხედვა, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და კომფორტული“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გლდანის ამომრჩევლებს სიტყვით რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემაც მიმართა და კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს, რომ მომცა საშუალება, ამ რაიონზე გაათმაგებული ძალით ვიზრუნო. არ მიღირს არცერთი თანამდებობა იმად, რომ ხვალ და ზეგ, ვინმემ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს შვილს, ან დედაჩემსა და მამაჩემს უთხრას, რომ დანაპირები ვერ შევუსრულე და მოვატყუე. გუშინდელმა დებატებმაც აჩვენა, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, ვისაც აქვს სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლდანის რაიონი და ქალაქი“, - აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ და გლდანის ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.