მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე ნასაგურის დაზარალებულ მცხოვრებლებს მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდება

თბილისის მერი კახა კალაძე

„სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში, ძლიერის წვიმის გამო დაზიანებული სახლების მესაკუთრეებს გამგეობა უკვე ეხმარება“,- ამის კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შვიდი სახლი დაზიანდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხუთი სახლი, თუმცა მთავარია, რომ უსაფრთხოდაა ამ სახლებში მცხოვრები ყველა მოქალაქე.

„ვპირდებით, მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით და არ დავტოვებთ გასაჭირის პირისპირ. მაქსიმალური თანადგომა იქნება, ხოლო სახლები იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნასაგურში სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. წაქცეული და დაზიანებულია გარე განათების სადენები და ბოძები. სოფელს ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სამგორის რაიონის გამგეობამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა დროებით სასტუმროებში განთავსება.