მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქალი ხარ თუ კაცი, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო“ - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს

სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი

სხალთელი მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას სახალხო დამცველის აპარატსა და ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე კვლავ ისაუბრა.

„შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პედერასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ქალი ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, შეგამოწმებო?

ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.. რომელიც ელემენტარულ რამეს, ქალს და კაცს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო. მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგარეთიდან, გაერო... ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში - რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო, ტრანსგენდერ ქალს. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება“. - თქვა სხალთელმა ეპისკოპოსმა.

ინფორმაციისთვის სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

ამავე თემაზე:

👉 უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე

👉„რას წამლავ შენს ხალხს, რას უშვებ ათას ოხრობას სისხლში“ - მეუფე სპირიდონი ვაქცინაციის შესახებ