მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს გაევრცელებინა განცხადება, რომ ძალადობას გმობს“ - მამა ანდრია სარია დავით გარეჯის ინციდენტზე

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მამა ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქომ ძალადობის ფაქტები უნდა დაგმოს, მათ შორის აუცილებელია განცხადებით გამოეხმაუროს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გადამღებ ჯგუფთან სასულიერო პირების დაპირისპირების ფაქტსაც.

„თუ ვინმე რაიმეს დააშავებს, ამაზე საპატრიარქოს რეაგირება უნდა ჰქონდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ერთის მხრივ „უცნობი“ და მისი მოძალადე ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, საპატრიარქომ აკურთხა და დალოცა ეს კრიტიკა. მაგრამ მეორე მხრივ როდესაც აქეთ ესხმიან თავს სასულიერო პირებს, აგერ გვეუბნება ვოლსკი, რომ პროვოკაციას იწვევთ, როდესაც საზოგადოებაში ჩნდებითო, ამაზე რეაქცია არავის აქვს.

ეს არის წახალისება ბულინგისა, როდესაც კანონმდებელი ადამიანი პროვოკაციას უწოდებს მათ ქცევას, ვინც ფაქტობრივად მსხვერპლია“, - აღნიშნა მამა ანდრია სარიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, არაქრისტიანული საქციელის მქონე სასულიერო პირების მიერ საპატრიარქო შემწყნარებელი არ უნდა იყოს.

„საპატრიარქოს რიტორიკაა ის, რომ ტელევიზიებმა შეწყვიტონ თავდასხმა. ტელევიზიები შტურმით კი არ შედიან, რაიმე ფაქტი თუა, აშუქებენ. ჩვენი ბრძოლა რომ გადავდოთ, იმდენი რამ ხდება უკვე ეპარქიებში, რომ ეს არის საშინელება.

კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს გაევრცელებინა განცხადება, რომ გმობს ძალადობას. ქრისტიანობა არ არის ძალადობა. 17 მაისს რაც ხდებოდა, მსგავსი რაღაცები არ ხდებოდეს. მით უმეტეს, მონასტრის კომპლექსი არ არის კერძო პირების, არამედ მთელი ერის და ეს უნდა იცოდეს საპატრიარქომ. როდესაც საპატრიარქო ამას ახალისებს, ეს არის მტკივნეული“, - განაცხადა მამა ანდია სარიამ.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ივერი მელაშვილის ჩასაწერად იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თქმით, მას და ოპერატორს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და კამერა წაართვეს.