მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფთრხილებს

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ საბერძნეთის რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში გავრცელებული ხანძრების გამო შესაბამის რეგიონებში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს მითითებულ ნომრებზე:

#GDCCCALLCENTER: +30 211 41 71 712 ; +30 699 60 03 424 სახანძრო სამსახურში დასაკავშირებლად დარეკეთ 199“, - აღნიშნულია განცხადებაში.