მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ - 23%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 7% - NDI-ის კვლევის შედეგები

ქართული ოცნების საარჩევნო ნომერი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პარტიების მხარდაჭერის რეიტინგს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნების“ პარტია დგას, ხოლო 7% ამ ნიშნით „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. 

საყურადღებოა, რომ იმავე კითხვაზე კვლევაში მონაწილეების 40% ამბობს, რომ ასეთად არცერთ პოლიტიკურ პარტიას მიიჩნევს.

პასუხისგან თავი შეიკავა 14%-მა, 7%-მა სხვა პარტიები დაასახელა, ხოლო 8% ამბობს, რომ არ იცის.

ინფორმაციისთვის, NDI-მ საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევა 2021 წლის თებერვალში ჩაატარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია