მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელმოწერას აუცილებლად ვაპირებ“ - რა პოზიცია აქვთ მეუფეებს სააკაშვილის გათავისუფლებაზე

მეუფეების პოზიცია მიხეილ სააკაშვილზე

მაღალმა სასულიერო იერარქებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ გათავისუფლების პეტიციაზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

როგორც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მეუფე ანანიამ აღნიშნა, ის აპირებს რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწეროს.

„ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას. ხელმოწერას აუცილებლად ვაპირებ“, - აცხადებს მეუფე ანანია.

რაც შეეხება ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანეს, ის აცხადებს რომ პეტიციას ხელს არ მოაწერს.

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ გაუქმდება ჯოჯოხეთი და სამოთხე დაემსგავსება აყროლებული ღორების ფარეხს. არ ვაპირებ და არ მოვაწერ ხელს პეტიციას“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ამასთან, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ როდესაც დამნაშავე ხულიგნობს და არც ნანობს, შერიგება არ ხდება.

„როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს და არც ნანობს, კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, - დასძინა სასულიერო პირმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“ - უდუმაშვილი

⭕ „პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს“ - სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა

⭕ „სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა“ - მეუფე გრიგოლი