მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხულიგანმა მელიამ რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება - ანდრია გვიდიანი

ექპსერტი ანდრია გვიდიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

„ხულიგანმა მელიამ რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ ინფუზორიის ერთადერთი დანიშნულება არის პროვოკატორობა და აურზაურის შექმნა - მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს. მან არ იცის რა ელაპარაკოს ხალხს, არ იცის როგორ მიიმხროს მოქალაქეები და აქტუალობის შენარჩუნების ყველაზე მარტივ გზას მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას.

მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მათი ყოველი წარუმატებლობის ავტორი და ყველაზე მძიმე მეტოქე სწორედ ირაკლი კობახიძეა. ამიტომ ყველაფერს კადრულობენ მისი პოლიტიკური განეიტრალებისთვის.

„ხულიგანმა მელიამ რაც იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ ინფუზორიის ერთადერთი დანიშნულება არის პროვოკატორობა და აურზაურის შექმნა - მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს. მან არ იცის რა ელაპარაკოს ხალხს, არ იცის როგორ მიიმხროს მოქალაქეები და აქტუალობის შენარჩუნების ყველაზე მარტივ გზას მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს. გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ პროვოკაციების მოწყობა შეგნებულად ხდება. დღეს „ქართული ოცნების“ ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი სწორედ ირაკლი კობახიძეა. შესაბამისად, ყველა პარტია „ნაციონალებიდან“ დაწყებული გახარიათი დამთავრებული, პერსონალურად მის წინააღმდეგ იბრძვის. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მათი ყოველი წარუმატებლობის ავტორი და ყველაზე მძიმე მეტოქე სწორედ ირაკლი კობახიძეა. ამიტომ ყველაფერს კადრულობენ მისი პოლიტიკური განეიტრალებისთვის. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მელიასნაირი ამფიბიები ვერ შეძლებენ მის დასუსტებას“, - წერს ანდრია გვიდიანი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.