მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის - თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Pia.ge

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილი ნიკა მელიას პოლიტიკურად ტლუ ზონდერს უწოდებს:

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად კურთხეული მინი მიშა ნიკანორ მელია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაესხა თავს. ის, ირაკლი კობახიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აპირებდა, მაგრამ ხელი ჟურნალისტებმა შეუშალეს.

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის. საარჩევნოდ საუკეთესო იქნება რეალური მსხვერპლიც, რათა 2 ოქტომბრის წაგებული არჩევნები 3 ოქტომბრის ბართლომეს ღამედ აქციონ... ნიკანორ მელია, ეს პოლიტიკურად ტლუ ზონდერი მეგის ქარდავას გაგრძელებაა უკვე 2021 წლის საქართველოში!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“ - კობახიძე მელიას (ვიდეო)